Wednesday, July 6, 2016
Thursday, June 30, 2016
პროექტი "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი"
1. პროექტის სახელწოდება: "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი"2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით; გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა, ჯავახეთის კრების ინსცენირება, გრიგოლ ხანძთელის დახასიათება.
3.პროექტის აქტუალობა; შეიყვარონ გრიგოლი, მისი პატრიოტიზმი, მურვან ყრუს მიერ იავარქმნილი ტაო-კლარჯეთის აყვავებისთვის მუხლჩაუხრელი შრომა. ცხოვრებაში იხელმძღვანელონ და შეისისხლხორცონ ის არაჩვეულებრივი თვისებები და იდეალები, რითაც აღჭურვილი იყო ეს ბრწყინვალე მოღვაწე.
4. პროექტის მიზნები; გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა, კვლევა-ძიების უნარის განვითარება, როლური თამაშით სამსახიობო ნიჭის განვითარება, წერის უნარების განვითარება. პატრიოტული გრძნობების გაღვივება.
5. მონაწილეთა ასაკი; 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა; 1 თვე. .
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; კლარჯეთის ფოტოები, კედლის გაზეთი გრიგოლის თვისებების თავმოყრით. თხზულებები, ვიდეო-მასალა კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; ინტერნეტი,ფორმატი და მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები); მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალებები; 1.ჯგუფი-კლარჯეთის ფოტოებისა და ვიდეომასალის მომზადება, 2. ჯგუფი- გრიგოლ ხანძთელის დახასიათებაზე კედლის გაზეთის შექმნა , 3.ჯგუფი- თხზულება "გრიგოლ ხანძთელის დახასიათება", 4.ჯგუფი- ჯავახეთის კრების ინსცენირება ; მოეწყობა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც ჯგუფები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
გეოგრაფია, ხელოვნება
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი); ცისანა ხიზაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; cisana.xizadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;
14. პროექტის განხორციელების გეგმა
Tuesday, June 28, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)